აიკრძალოს ცხოველებზე ტესტირება საქართველოში / Ban Animal Testing in Georgia

100

Let’s get to 200 signatures!
Petitions with 1,000+ supporters are 5x more likely to win!

The Issue

(English version below) 
 
მიმართვა:   
საქართველოს პარლამენტს

ასლი ეგზავნება:   
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 
  
თემა: პეტიცია საქართველოში ცხოველებზე ტესტირების აკრძალვის თაობაზე. 
 
ჩვენ, ხელმომწერები, საქართველოს მოქალაქეები და რეზიდენტები, წარვუდგენთ ამ პეტიციას საქართველოს პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და სამუდამოდ აიკრძალოს ცხოველებზე ექსპერიმენტები ყველა საჯარო და კერძო ლაბორატორიაში, ასევე აიკრძალოს იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც ცხოველებზეა დატესტილი. 

პატივისცემით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აკრძალავს ცხოველებზე ტესტირებას ყველა მიზნისთვის, მათ შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კოსმეტიკური და სამედიცინო მიზნებისთვის. ასევე, აკრძალოს საქართველოში იმ პროდუქციის იმპორტი, რომლებიც ცხოველებზეა გამოცდილი. 

ასევე მოვუწოდებთ შესაბამის სამინისტროებს, გადადგან ყველა საჭირო ადმინისტრაციული და რეგულაციური ნაბიჯი, რათა განხორციელდეს აღნიშნული აკრძალვა და  წახალისდეს ტესტირების ალტერნატიული მეთოდების განვითარება და დანერგვა. 

და ბოლოს, ვიდრე ცხოველებზე ექსპერიმენტები კვლავ გრძელდება, მოვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას. საქართველოს მოქალაქეებს და რეზიდენტებს უნდა გვქონდეს უფლება ვიცოდეთ: 
- სად ტარდება ცხოველებზე ექსპერიმენტები, ვინ ატარებს და რა მიზნისთვის
- რომელი სახეობის და თითოეული სახეობის რამდენი ინდივიდია გამოყენებული 
- საიდან არიან ეს ცხოველები მოყვანილი (იზრდებიან - საქართველოში თუ სხვა ქვეყნიდან არიან შემოყვანილნი და კონკრეტულად საიდან?) 
- რა პირობებში იმყოფებიან ცხოველები და რას აკეთებენ მათთან ექსპერიმენტების დროს 
- რა ბედი ეწევათ ამ ცხოველებს ექსპერიმენტების დასრულების შემდეგ.

 

რატომ უნდა აიკრძალოს ცხოველებზე ტესტირება

ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარება არაეთიკურია 

რატომ არ ატარებენ მეცნიერები ექსპერიმენტებს ადამიანებზე? 
იმიტომ, რომ ეს იქნებოდა არაეთიკური, ასეთი ექსპერიმენტები მტკივნეული და სასტიკია. ზუსტად იგივე მიზეზებით,ცდების ჩატარება არაადამიან ცხოველებზეც ისეთივე არაეთიკურია, როგორიც ადამიანებზე. 

მეცნიერები ცხოველებს იყენებენ ისეთი თემების შესასწავლად, როგორებიცაა: ტკივილი, დეპრესია, ემპათია და მიჯაჭვულობა (მაგალითად, დედასა და შვილს შორის). ის ფაქტი  რომ ამ თვისებების,მდგომარეობისა და ქცევების შესწავლა შესაძლებელია ცხოველებში, ადასტურებს იმას, რომ მათაც შეუძლიათ განიცადონ ტკივილი, დაიტანჯონ დეპრესიით, გამოხატონ ემპათია და ჰქონდეთ მიჯაჭვულობის გრძნობა. 

ყველა ცხოველი (ადამიანიც და არაადამიანიც) გრძნობების მქონე არსებაა: მათ შეუძლიათ ემოციებისა და შეგრძნებების განცდა. შესაბამისად, ცხოველებისთვის ფიზიკური ანდა ემოციური ტკივილის მიყენება სასტიკი და არაჰუმანურია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უკვე არსებობს ალტერნატიული კვლევითი მეთოდები.

ცხოველებზე ტესტირების შედეგები არასანდოა 

ცხოველებზე ტესტირება არამხოლოდ არაეთიკურია, არამედ არასანდოც, რადგან ცხოველებზე მიღებული შედეგები აუცილებლად არ ასახავს ადამიანთა შედეგებსაც.  
კვლევების მიხედვით, ცხოველებზე დატესტილი,უსაფრთხოდ და ეფექტურად მიჩნეული პრეპარატების 95 პროცენტი ვერ გადის ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებს,რადგან ისინი ან არ მოქმედებენ, ან წარმოადგენენ საფრთხეს. 

„კიბოს კვლევის ისტორია არის თაგვებში კიბოს განკურნების ისტორია. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვკურნავდით თაგვებს კიბოსგან, მაგრამ ადამიანებზე ეს უბრალოდ არ მოქმედებს.“ — ექიმი რიჩარდ კლაუსნერი, ეროვნული კიბოს ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი (აშშ) 

 

რა ალტერნატივები არსებობს? 

ცხოველებზე ტესტირების ალტერნატიული მეთოდები სწრაფად ვითარდება. თანამედროვე მეცნიერების მიღწევებმა შესაძლებელი გახადა ცხოველების ჩანაცვლება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტოქსიკურობის ტესტირება, ნეირომეცნიერება და მედიკამენტების განვითარება. 
 
უჯრედული კულტურები 

თითქმის ყველა ტიპის ადამიანისა და ცხოველის უჯრედის გაზრდა შეიძლება ლაბორატორიულ პირობებში  . მეცნიერებმა შეძლეს უჯრედების ისე გაზრდა, რომ მათგან, 3D სტრუქტურების სახით, ადამიანის ორგანოების მინიატურული ვერსიების შექმნა გახდა შესაძლებელი. ეს ორგანოები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ახალი მკურნალობის მეთოდები უფრო რეალურად და ზუსტად გამოსცადონ. 

ადამიანის უჯრედების გამოყენებით შექმნილია ინოვაციური მინიატურული მოწყობილობები, რომლებსაც "ორგანოები ჩიპზე" (organs-on-chips) ეწოდება. მათი საშუალებით შესაძლებელია ბიოლოგიური და დაავადებების პროცესების, ასევე წამლების მეტაბოლიზმის შესწავლა, ცხოველების გამოყენების გარეშე. უკვე შექმნილია ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ზუსტად იმიტირებენ ფილტვებს, გულს, თირკმელებსა და ნაწლავებს. 
 
ადამიანის ქსოვილები 

ჯანსაღი და დაავადებული ადამიანის ქსოვილები, რომლებიც მოხალისეებმა გაიღეს, უფრო ეფექტურ და შესაფერის გზას იძლევა ადამიანის ბიოლოგიისა და დაავადებების შესწავლისთვის, ვიდრე ცხოველებზე ტესტირება. 

ადამიანის ქსოვილების მოპოვება შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციებიდან (მაგ. ბიოფსიები, კოსმეტიკური ოპერაციები ან ტრანსპლანტაციები). მაგალითად, უკვე შექმნილია კანისა და თვალის მოდელები, რომლებიც დამზადებულია ადამიანის აღდგენილი კანისა და სხვა ქსოვილებისგან. ისინი გამოიყენება იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ მტკივნეული და არაჰუმანური ტესტები, რომლებიც კურდღლებზე ტარდება. 

ადამიანის ქსოვილის გამოყენება შესაძლებელია მისი გარდაცვალების შემდეგაც. (მაგალითად, ობდუქციის დროს). გარდაცვალების შემდეგ აღებული ტვინის ქსოვილმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა ტვინის რეგენერაციის პროცესის, ასევე მულტიპლური სკლეროზისა და პარკინსონის დაავადების ზემოქმედების გასაგებად. 
 
კომპიუტერული მოდელები   

მეცნიერებმა შექმნეს მრავალი განვითარებული, კომპიუტერული მოდელი, რომელიც  სიმულაციას უკეთებს ადამიანის ბიოლოგიური პროცესებისა და დაავადებების განვითარებას. კვლევები აჩვენებს, რომ ამ მოდელებს შეუძლიათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ, როგორ იმოქმედებს ახალი წამალი ადამიანის ორგანიზმზე. ამის შედეგად, შესაძლებელია ცხოველების გამოყენების ჩანაცვლება როგორც საძიებო კვლევებში, ასევე მრავალი სტანდარტული წამლის ტესტირებისას.

მოხალისეებზე ჩატარებული კვლევები

ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლებლობა მოგვცა, უსაფრთხოდ, შევისწავლოთ მოხალისე ადამიანის ორგანიზმი თანამედროვე სკანერებითა და მონიტორინგის ტექნიკით.

ტვინის ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას ვნახოთ ტვინის მუშაობა და დაავადების მიმდინარეობა. ისინი მეცნიერებს ეხმარებიან დაავადების მიზეზების უკეთ გაგებაში, როდესაც შედეგებს ჯანმრთელი მოხალისეების მონაცემებთან ადარებენ.

ინოვაციური მეთოდი, სახელად მიკროდოზირება, შეიძლება გამოვიყენოთ  მოხალისეებზე იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ, როგორ რექციას იძლევა, ძალიან მცირე დოზით მიღებული, პოტენციური ახალი წამლები ადამიანის ორგანიზმში. 

ეს მიკროდოზები მონიშნულია სპეციალური რადიოაქტიური ნიშნით,რომლებიც შეჰყავთ მოხალისეებში და შემდეგ იზომება (როგორც წესი, სისხლის ნიმუშებში) ძალიან მგრძნობიარე აპარატით, რომელსაც აქსელერატორული მასის სპექტრომეტრი ეწოდება.

გარდა ამისა, შედარებით მარტივი კვლევებიც ტარდება. მაგალითად, კვებასთან, ნარკოდამოკიდებულებასთან ან ტკივილთან დაკავშირებული. ეს კვლევები მხოლოდ მოხალისეების თანხმობით ხდება და ხელს უწყობს მედიცინის განვითარებას. ასეთი კვლევების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადამიანები თავად გვიყვებიან, როგორ გრძნობენ თავს, განსხვავებით ცხოველებისგან. 
  
დამატებითი ინფორმაცია, ცხოველებზე ტესტირების ჰუმანური ალტერნატივების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ. 
 

To: 
 The Parliament of Georgia 
 
CC: 
The Ministry of Education, Science and Youth of Georgia 
The Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia 
The Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

Subject: Petition for the abolition of animal testing in Georgia

We, the undersigned citizens and residents of Georgia, hereby submit this petition to the Parliament of Georgia and the relevant government ministries, urging the immediate and permanent abolition of animal experimentation in all public and private laboratories, as well as the prohibition of all imported products that have been tested on animals. 

We respectfully call on the Parliament to initiate legislative changes that would prohibit animal testing for research, educational, cosmetic, and medical purposes, and that would also prohibit the importation into Georgia of any product that has been tested on animals. 

Furthermore, we appeal to the relevant ministries to take all necessary administrative and regulatory actions to enforce such a ban and promote the development and adoption of alternative research methods. 
 
Finally, while animal experiments are still being carried out, we demand full transparency. We, the citizens and residents of Georgia, must be allowed to know:
- where animal experiments are conducted, by whom and for what purpose 
- what species, and how many individuals of every species, are being used 
- where those animals come from (are they bred in Georgia or imported, and if so, from where?)
- in what conditions those animals are kept and what is done to them during the experiments
- what happens to those animals after the experiments have ended

 

Why animal testing must be banned  
 
Experimenting on animals is unethical  
 
Why don’t researchers conduct their experiments on human beings?  
Because that would be unethical, as those experiments are cruel and painful.  
And for the same reason, experimenting on non-human animals is equally unethical.  
 
Scientists use animals to research topics such as pain, depression, empathy and attachment (between mother and infant, for instance). The fact that they are able to study those traits, conditions or behaviors through animals proves that those animals can indeed feel pain, suffer from depression, show empathy and feel attachment.  
 
All animals (human and non-human) are sentient beings: they are capable of experiencing feelings and emotions. Therefore, inflicting physical and/or emotional pain to those animals is cruel and unethical – especially as alternative research methods exist.  
  
Animal testing is unreliable

Not only is animal testing unethical, it is also unreliable, as the results obtained with animals do not necessarily translate to humans.  
Studies have shown that 95 percent of all drugs that are proven to be safe and effective in animal tests fail in human trials because they don’t work or are dangerous.

“The history of cancer research has been a history of curing cancer in the mouse. We have cured mice of cancer for decades and it simply didn’t work in humans.”  — Dr. Richard Klausner, former director of the National Cancer Institute (USA) 

 

What are the alternatives? 
 
The development of non-animal methods is growing, and fast. Due to innovations in science, animal tests are being replaced in areas such as toxicity testing, neuroscience and drug development. 
 
Cell cultures 
 
Almost every type of human and animal cell can be grown in the laboratory. Scientists have even managed to coax cells to grow into 3D structures, such as miniature human organs, which can provide a more realistic way to test new therapies.  
 
Human cells have been used to create innovative little devices called “organs-on-chips”. These can be used instead of animals to study biological and disease processes, as well as drug metabolism. Devices have already been produced that accurately mimic the lung, heart, kidney and gut. 
 
Human tissues 
 
Both healthy and diseased tissues donated from human volunteers can provide a more relevant way of studying human biology and disease than animal testing. 
 
Human tissue can be donated from surgery (e.g. biopsies, cosmetic surgery and transplants). For example, skin and eye models made from reconstituted human skin and other tissues have been developed and are used to replace the cruel rabbit irritation tests. 
 
Human tissue can also be used after a person has died (e.g. post-mortems). Post-mortem brain tissue has provided important leads to understanding brain regeneration and the effects of Multiple Sclerosis and Parkinson’s disease. 
 
Computer models 
 
Researchers have developed a wide range of sophisticated computer models that simulate human biology and the progression of developing diseases. Studies show that these models can accurately predict the ways that new drugs will react in the human body and replace the use of animals in exploratory research and many standard drug tests. 
 
Volunteer studies 
 
Advances in technology have allowed for the development of sophisticated scanning machines and recording techniques that can be used to study human volunteers safely. 

Brain imaging machines that can ‘see’ inside the brain can be used to monitor the progression and treatment of brain disease. They can help researchers understand the causes by comparing with healthy volunteers.

An innovative technique called microdosing can also be used in volunteers to measure how very small doses of potential new drugs behave in the human body. These microdoses are radio-labelled, injected into human volunteers and measured (usually in blood samples) using a very sensitive measuring device called an accelerator mass spectrometer.

Less high-tech studies for nutrition, drug addiction and pain can also be carried out on consenting humans in the interest of advancing medical science. These studies can help replace animal tests and come with the obvious advantage that people are able to explain how they are feeling. 
 
Click here for more information on humane alternatives to animal testing. 

 

avatar of the starter
Tbilisi Animal Rights ActivismPetition StarterVisit animalrights.ge to learn more about our campaigns and support our activism!

Petition Updates

Share this petition

Petition created on April 21, 2025